weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რუსთავში უბნების 61%-ის დათვლით, ლაცაბიძეს 44.92% აქვს, კირკიტაძეს – 43.81%

10:31 კვირა, 03 ოქტომბერი 2021

რუსთავის მერის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს ამომრჩეველთა ხმების 44.92% (13 116 ხმა) აქვს, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, დავით კირკიტაძეს – 43.81% (12 791 ხმა). ამ დროისთვის [10:27 საათი] ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ქალაქ რუსთავის 88 უბნიდან 54 (61.36%) აქვს დათვლილი.

წინასწარი მონაცემებით, დანარჩენი კანდიდატების შედეგები ასეთია:

  • ბექა ლილუაშვილი („გახარია - საქართველოსთვის“) – 6.7% (1957 ხმა)
  • თორნიკე არევაძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“) – 2.38% (696 ხმა)
  • ვაჟა ბახტურიძე („ევროპელი დემოკრატები“) – 1.42% (416 ხმა)
  • ელგუჯა ქოჩიაშვილი („თეთრები“) – 0.76% (221ხმა)

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მერის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო. თუ კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა 50%, ინიშნება არჩევნების მეორე ტური. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]