weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქუთაისში ხატია დეკანოიძე ლიდერობს – დათვლილია უბნების 43%

10:48 კვირა, 03 ოქტომბერი 2021

ქალაქ ქუთაისის მერის არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს. ამ დროისთვის [10:35 საათი] ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ქუთაისის 124 საარჩევნო უბნიდან მხოლოდ 54 (43.55%) უბნის შედეგები აქვს გამოქვეყნებული.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში ასეთი შედეგებია:

  • ხატია დეკანოიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) – 43.84% (11 632 ხმა)
  • იოსებ ხახალეიშვილი („ქართული ოცნება“) – 41.53% (11 017 ხმა)
  • გიორგი გოგუაძე („გახარია - საქართველოსთვის“) – 8.33% (2209 ხმა)
  • ანდრო ლოსაბერიძე („მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“) – 4.95% (1314 ხმა)
  • ირინა საღინაძე („თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა“) – 1.35% (359 ხმა)

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მერის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო. თუ კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა 50%, ინიშნება არჩევნების მეორე ტური. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]