weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კახეთში მერის არჩევნების მეორე ტური თელავშია მოსალოდნელი

11:21 კვირა, 03 ოქტომბერი 2021
ფოტოზე - ლევან ანდრიაშვილი და გიორგი ბოტკოველი ფოტოზე - ლევან ანდრიაშვილი და გიორგი ბოტკოველი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მერის არჩვენებში კახეთის რვა მუნიციპალიტეტიდან შვიდში გამარჯვება პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს. დიდი ალბათობით, მეორე ტური გაიმართება თელავში, სადაც, უბნების 76.36%-ის დათვლის შემდეგ, ამომრჩეველთა ხმების 50% არც „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლევან ანდრიაშვილს აქვს და არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი ბოტკოველს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კახეთის მასშტაბით ასეთი შედეგებია:

გურჯაანი – დათვლილია საარჩევნო უბნების 84.62%

ზურაბ უტიაშვილი („ქართული ოცნება“) – 60.83%

სერგი კაკალაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) – 39.17%

სიღნაღი – დათვლილია საარჩევნო უბნების 88.89%

მალხაზ ბეგიაშვილი („ქართული ოცნება“) – 59.59%

ზაზა პაპუაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) – 37.51%

გია ხუხიაშვილი („თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა“) – 2.9%

საგარეჯო – დათვლილია საარჩევნო უბნების 86.27%

ავთანდილ გულიკაშვილი („ქართული ოცნება“) – 63.85%

დავით ჯავახიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) – 29.17%

ეკატერინე ქვლივიძე („ლელო“) – 6.98%

დედოფლისწყარო – დათვლილია საარჩევნო უბნების 91.67%

ნიკოლოზ ჯანიაშვილი („ქართული ოცნება“) – 69.77%

თამაზ კოჭლამაზაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) – 30.23%

ლაგოდეხი – დათვლილია საარჩევნო უბნების 81.58%

ჯონდო მდივნიშვილი („ქართული ოცნება“) – 69.53%

მალხაზ ნოზაძე („მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“) – 30.47%

ყვარელი – დათვლილია საარჩევნო უბნების 74.19%

გივი ზაუტაშვილი („ქართული ოცნება“) – 57.27%

ალექსანდრე მჭედლიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) – 34.61%

გიორგი გიგილოშვილი („გახარია - საქართველოსთვის“) – 6.06%

რევაზ ჩოხადარი („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“) – 2.06%

თელავი – დათვლილია საარჩევნო უბნების 76.36%

ლევან ანდრიაშვილი („ქართული ოცნება“) – 47.18%

გიორგი ბოტკოველი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) – 44.96%

გიგა ორკოდაშვილი („გახარია - საქართველოსთვის“) – 7.86%

ახმეტა – დათვლილია საარჩევნო უბნების 83.33%

ალექსი ფიცხელაური („ქართული ოცნება“) – 52.99%

ზურაბ ოტიაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) – 47.01%

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]