weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

30 ოქტომბერს მეორე ტური ჩატარდება მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში – კობახიძე

11:46 კვირა, 03 ოქტომბერი 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი პარტიის მერობის კანდიდატებმა არჩევნები პირველივე ტურში 64-დან 44 საარჩევნო ოლქში მოიგეს.

„მეორე ტური ჩატარდება მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში. ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც. საზოგადოებას ვპირდებით, რომ ჩვენი მერობის ყველა კანდიდატი გაიმარჯვებს 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვა.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვყენა არჩევნების შედეგები, რომლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ქვეყნის მასშტაბით. შეგახსენებთ 2775 საარჩევნო უბნის მონაცემებს: „ქართული ოცნება“ – 47.83%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 30.69%, „საქართველოსთვის“– 7.48%, „ლელო“ – 2.62%, „ევროპული საქართველო“ – 1.75%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 1.43%, „მესამე ძალა“ – 1.31% და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ – 1.22%. ყველა სხვა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 1%-ზე ნაკლები მიიღო. გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო უბნების 3/4 უკვე დათვლილია, ეს მონაცემები არსებითად აღარ შეიცვლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს ჯამში 2068 წევრი (პროპორციული და მაჟორიტარული წესით) აირჩიეს. არჩევნებში 1 815 776-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.92%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]