„სრულიად აღფრთოვანებული დარჩა იმ შედეგებით, რაც ვუთხარი. განსაკუთრებით, თბილისის მონაცემი იყო მისთვის შთამბეჭდავი. ესმის, რა ბრძოლა გაიარა ქართველმა ხალხმა, რა წნეხის ქვეშ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და არაჩვეულებრივად იცის გაყალბების, შანტაჟისა და მოსყიდვის ფონზე, როგორი მისაღწევია ასეთი შედეგის გაფორმება, თორემ, იცის, რომ გაცილებით დიდი და მაღალი პროცენტია მთლიანად ოპოზციის მაჩვენებელი“, – განაცხადა ხერხეულიძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს სწორად მიაჩნია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა:
„ცალსახად თქვა, რომ გამარჯვების ხელიდან გაგდება არის გაუმართლებელი, ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს და განსაკუთრებული სიმტკიცე, ძალისხმევა სთხოვა ნიკა მელიას, იმისთვის, რომ მან ეს თავისი მონაპოვარი ბოლო გამარჯვებამდე მიიყვანოს“.
2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად 64-დან 20 საარჩევნო ოლქში მერობის გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოვლინდა, რის გამოც მეორე ტური გაიმართება. მეორე ტური იქნება თბილისში და კიდევ ოთხ თვითმმართველ ქალაქში – რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცმებეით, „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ 215 303 ხმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 44.97%-ია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას 162 669 ხმა (33.98%) აქვს.
ამ თემაზე:
თბილისში „ქართულმა ოცნებამ“ – 40.3% აიღო, ენმ-მ – 27.97%, „საქართველოსთვის“ – 8.85%