weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ქუთაისი არ უნდა ჩავარდეს მილიციელების, კაციჭამიების და ლეშიჭამიების ხელში – წულუკიანი

13:35 ორშაბათი, 04 ოქტომბერი 2021

საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება „არავითარი პრობლემა არ იქნება“. წულუკიანმა ყურადღება ქუთაისზე გაამახვილა და მხარდამჭერებს „უპრეცედენტო მობილიზაციისკენ“ მოუწოდა.

„მინდა მეორე ტურში უპრეცედენტო მობილიზაციისკენ მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს იმიტომ, რომ ქუთაისი რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, აკვანი ქართული კულტურის და ძალიან ბევრი დიდი ადამიანის სამშობლო, არ ჩავარდეს მილიციელების და კაციჭამიების და ლეშიჭამიების ხელში. აი, ეს არის ახლა ქუთაისში გასაკეთებელი და არამხოლოდ“, – განაცხადა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.

ქუთაისში, სადაც მერის თანამდებობაზე კენჭს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე იყრის, მეორე ტური გაიმართება, რადგან ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. 2 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ხატია დეკანოიძემ ამომრჩეველთა ხმების 43.35% (28 128 ხმა) მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა – 41.49% (26 922 ხმა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]