„ქართული ოცნების“ თავმდჯომარის თქმით, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ მნიშვნელოვანი ფაქტორია ქართულ პოლიტიკაში, მანამდე ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს არ მიეცემათ განვითარების შესაძლებლობა.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლარიზაციის მთავარი წყარო, რომელიც სივრცეს არ ტოვებს სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის. როგორც კი საბოლოოდ მოიშლება ეს პოლიტიკური პარტია და ამისთვის არის საუკეთესო საფუძველი, ხომ? ერთი – მათ მძიმე მარცხი იგემეს ამ ე.წ. რეფერენდუმზე, რაც თვითონვე გამოაცხადეს და მეორე – მათი ბელადი არის ციხეში, რასაც ქართული საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში ელოდა, უამრავი დანაშაულის ჩამდენი პათოლოგიური ადამიანი, რომელიც 18 წელი მოსვენებას არ აძლევდა ამ ქვეყანას დღეს არის ციხეში. ამ პირობებში გვაქვს საუკეთესო შესაძლებლობა, თვისობრივად გავაჯანსაღოთ პოლიტიკური სპექტრი და ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
2 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 46.68% მიიღო. მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხმების საერთო რაოდენობის 30.7% აქვს, ხოლო მესამეზე – „გახარია-საქართველოსთვის“ ხმების 7.8%-ით. ამასთან, ხუთივე თვითმმართველ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ვერ შეძლეს არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება, რის გამოც მეორე ტური გაიმართება. მერის არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს 15 მუნიციპალიტეტშიც.