weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აღმოჩნდა მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც არ სურს ქარელის განვითარება – გულიაშვილი

15:23 ორშაბათი, 04 ოქტომბერი 2021

„ქართული ოცნებიდან“ ქარელის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზაზა გულიაშვილი 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა. მისი თქმით, ქარელში აღმოჩნდნენ ამომრჩევლები, რომელთაც არ სურთ მუნიციპალიტეტის განვითარება და წარმატება.

როგორც ზაზა გულიაშვილი ამბობს, მეორე ტურისთვის ემზადება და დარწმუნებულია, რომ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„ჩემდა გასაკვირად, ქარელის მუნიციპალიტეტში აღმოჩნდა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელსაც არ სურს მუნიციპალიტეტის განვითარება, წინსვლა, წარმატება და ასევე მთლიანად ქვეყანაში წინსვლისა და წარმატების დანახვა.

მოლოდინი გვქონდა, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდით, მაგრამ შედეგი შედეგია, ესეც დემოკრატიის ნიშანია, რომ ხალხმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და თვითონ გადაწყვიტა, რა უნდა გაეკეთებინათ“, – განაცხადა ზაზა გულიაშვილმა, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლად 2014 წლიდან მუშაობდა, მერის თანამდებობას კი 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იკავებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, ზაზა გულიაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 45.77% მიიღო, რაც 8595 ამომრჩევლის ხმაა. პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად ხმების ნახევარზე მეტის მოპოვება იყო საჭირო. მეორე ტურში გადავიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი“ ნიკოლოზ ახალკაცი, რომელსაც ამომრჩეველთა 34.07%-მა (6399 ამომრჩეველი) მისცა ხმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]