weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი, მე მათ არ ვეტყვი, ვის მისცენ ხმა მეორე ტურში – გახარია

20:00 ორშაბათი, 04 ოქტომბერი 2021

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ საკუთარ მხარდამჭერებს არ მოუწოდებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმა ქართულ ოცნებას ან ნაციონალურ მოძრაობას მისცენ.

გახარია განმარტავს, რომ ხალხისთვის, ვინც 2 ოქტომბერს მის პარტიას მისცა ხმა, მიუღებელია როგორც „ქართული ოცნება“, ისე ნაციონალური მოძრაობა“.

„ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი, რომელმაც იმ ნაბიჯით, რომ ჩვენ დაგვიჭირა მხარი, ფაქტობრივად თქვა, რომ ის წინააღმდეგია რადიკალიზაციის, ძალაუფლების კონცენტრაციის და არის მომხრე ძალაუფლების დაბალანსების.

შესაბამისად, ჩვენ მათ ვერ ვეტყვით, ვერ და არ ვეტყვით, არ მივაყენებთ შეურაცხყოფას, რომ ვუთხრათ, რომელიმე მათგანს დაუჭირონ მხარი. მიზეზი არის ძალიან მარტივი – თვითონ ფაქტი, რომ მათ დაგვიჭირეს მხარი, პირდაპირ მიანიშნებს, რომ ამ ამომრჩეველმა უარი უთხრა რადიკალიზაციას, იმ ორ რადიკალურ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქმნის ერთმანეთთან ბრძოლის ილუზიას და ქვეყანას აბრუნებს წარსულში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

2 ოქტომბრის არჩევნებში გიორგი გახარიამ, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატი იყო, ხმების 9.35% (44 914 ხმა) მიიღო, რითიც კახა კალაძისა და ნიკა მელიას შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა. გახარიას პარტია საქართველოს მასშტაბით აღებული პროპორციული ხმების რაოდენობითაც (137 416 ხმა) მესამეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]