weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ყურადღება სტრუქტურულ რეფორმებს დაუბრუნდეს – მიშელი

02:24 სამშაბათი, 05 ოქტომბერი 2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს გამოეხმაურა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ახლა ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს, როგორც ეს გაწერილია 19 აპრილის შეთანხმებაში, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და სასამართლო სფეროში“, – წერს შარლ მიშელი Twitter-ზე.

მისივე თქმით, აქებს ყველა ქართველს, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში არჩევანი გააკეთა.

2 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 46.68% მიიღო. მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხმების საერთო რაოდენობის 30.7% აქვს, ხოლო მესამეზე – „გახარია-საქართველოსთვის“ ხმების 7.8%-ით. ამასთან, ხუთივე თვითმმართველ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ვერ შეძლეს არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება, რის გამოც მეორე ტური გაიმართება. მერის არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს 15 მუნიციპალიტეტშიც.

შარლ მიშელის მედიაციის შედეგად მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიერ 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, 2022 წლის გაზაფხულზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა. „ქართულმა ოცნებამ“ ეს შეთანხმება 28 ივლისს ანულირებულად გამოაცხადა იმ საბაბით, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მას არ უერთდებოდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დოკუმენტს ხელი მხოლოდ 2 სექტემბერს მოაწერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]