weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეს არჩევნები იყო დაუჯერებელი იმედგაცრუება – სენატორი ჯიმ რიში

11:18 სამშაბათი, 05 ოქტომბერი 2021

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა, სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრმა ჯიმ რიშმა 2 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს გამოეხმაურა. მისი თქმით, შეშფოთებულია დაშინებისა და მოსყიდვის შესახებ ინფორმაციით.

„საქართველოს ეს არჩევნები იყო დაუჯერებელი იმედგაცრუება და დრამატული დაშორება 2012 წლის არჩევნებისგან, რომელსაც მე ვაკვირდებოდი.

საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებს არჩევნების მეორე ტურების ჩატარებაზე ყურადღებით დაკვირვებას. მე შეშფოთებული ვარ დაშინების და ხმების ყიდვის შესახებ ვრცელი ანგარიშებით.

ვინაიდან საქართველოს მთავრობა აორგანიზებს მეორე ტურს, მან უნდა განიხილოს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ ხაზგასმული პრობლემები, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული ძალადობა და არათანაბარი პირობები იმ პარტიებისთვის, რომლებიც მმართველ პარტიას უპირისპირდებიან. სამართლიანი და ღია საარჩევნო პროცესი ძლიერი დემოკრატიის ნიშანია“, – აცხადებს ჯიმ რიში.

2 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 46.68% მიიღო. მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხმების საერთო რაოდენობის 30.7% აქვს, ხოლო მესამეზე – „გახარია-საქართველოსთვის“ ხმების 7.8%-ით. ამასთან, ხუთივე თვითმმართველ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ვერ შეძლეს არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება, რის გამოც მეორე ტური გაიმართება. მერის არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს 15 მუნიციპალიტეტშიც.

მეორე ტური სავარაუდოდ 30 ოქტომბერს დაინიშნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]