weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

12 წლის ზემოთ აცრასა და ე.წ. ბუსტერ დოზებზე კონსენსუსამდე მივედით – გამყრელიძე

17:43 სამშაბათი, 05 ოქტომბერი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც 12 წელს ზემოთ ასაკის მოზარდების აცრის საკითხი გადაწყდება.

„ამ კვირაში, სავარაუდოდ, ზეგ იქნება იმუნიზაციის საბჭოს სხდომა. სამეცნიერო კომიტეტის წევრები მისული ვართ კონსენსუსამდე 12 წელს ზემოთ მოზარდების აცრებთან დაკავშირებით და ასევე, მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზებზე. ვფიქრობ, ეს იქნება ამ კვირის განმავლობაში სიახელე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

5 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 1 826 786 აცრაა ჩატარებული. სრულად ვაქცინირებულია 835 645 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 29.3%-ია. გუშინ, 4 ოქტომბერს 8106 ადამიანი აიცრა. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და საქართველოში 16 წლიდან არის შესაძლებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]