weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გასაჩივრებული გვაქვს 478 უბნის შედეგები – თამარ კორძაია

19:05 სამშაბათი, 05 ოქტომბერი 2021

დეპუტატ თამარ კორძაიას თქმით, თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური თავისუფალ გარემოში არ ჩატარებულა და ამაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწერილი საჩივრები მეტყველებს.

კორძაიას თქმით, თბილისის მერის არჩევნების 759 შემაჯამებელი ოქმიდან 306-ში ბალანსი არ დგება.

„ეს არის 1/3-ზე მეტი. რაც შეეხება პროპორციულ ოქმებს, 323 შემაჯამებელ ოქმში არ დგება ბალანსი“, – განაცხადა თამარ კორძაიამ დღევანდელ ბრიფინგზე.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მთელი საქართველოს მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიებში 91 საჩივარი აქვს წარდგენილი. თამარ კორძაიას ინფორმაციით, 539 შემთხვევაში მათ მიერ მოთხოვნილია შემაჯამებელი ოქმების ბათილობა და კენჭისყრის შედეგების ხელახლა გადათვლა.

„გასაჩივრებულია დაახლოებით 478 უბნის შედეგი. უშუალოდ არჩევნების დღესთან დაკავშირებით დისციპლინური საჩივრები შეტანილია 19 შემთხვევაში და ასევე, 9 საჩივარი სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე - პროკურატურაში. „ქართულ ოცნებას“ შევახსენებ, რომ არჩევნები არ ჩატარებულა თავისუფალ გარემოში და ამაზე მეტყველებს ჩვენს მიერ შეტანილი საჩივრები, ჩვენ კი თითოეულ მოქალაქეს ვპირდებოდით, რომ თითოეულ ხმას დავიცავდით“, – აღნიშნა კორძაიამ.

მისივე თქმით, მაგალითად გარდაბანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც მაჟორიტარულ არჩევნებს „ქართული ოცნება“ მცირე უპირატესობით - 24 ხმით იგებდა, შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმი შეადგინეს და ოპოზიციის კანდიდატს ხმები დააკლეს, სახელისუფლებო პარტიისას კი მოუმატეს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი ყველა არჩევნებზე ფიქსირდება და „ეს ნორმალური მოვლენაა“.

„დისბალანსის გამოწვევა შეიძლება ძალიან მარტივად - ერთი ბიულეტენის ჯიბეში ჩადებით. შესაბამისად, სპეკულირების საშუალებას ამ დისბალანსებით აღარავის აღარ მივცემთ. გახსოვთ, რომ წინა არჩევნები იყო აბსოლუტურად სუფთა, რაც ყველაფრით დადასტურდა და რაღაც დისბალანსებით ისინი ცდილობდნენ კამპანიის აწევას - ეს იყო გასროლილი ტყვია თავის დროზე, 2020 წელს და ამ ტყვიას ისინი მეორედ ვეღარ გაისვრიან, დისბალანსებით სპეკულირებით ისინი ფონს ვეღარ გავლენ“, – განაცხადა კობახიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]