weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მელია, თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, ენმ-ის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას აპირებს

11:14 ოთხშაბათი, 06 ოქტომბერი 2021

ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებს და მერის გახდება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე უარს იტყვის.

„შეუძლებელია იყო ყველაზე მსხვილი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე და ამავე დროს იყო დედაქალაქის მერი. რაც არ უნდა მოწადინებული ვიყო, რომ პირველ რიგში ვიყო დედაქალაქის მერი, არ არსებობს - პარტიული ინტერესები წამძლევს. იგივენაურად უნდა მოიქცნენ ყველა სხვა თანამდებობის პირები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან მთავრობაში სხვა პარტიებიდან. ეს არ ნიშნავს, რომ პარტია უნდა დავტოვოთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ ტელეკოპანია „პირველის“ ეთერში.

როგორც მელია ამბობს, კონსულტაციები დაწყებული აქვს და უახლოეს დღეებში თბილისის მომავალი მთავრობის შემადგენლობას დაასახელებს, რომელიც კოალიციური იქნება.

2 ოქტომბრის არჩევნებში ნიკა მელიამ 163 003 ხმა (33.95%) მიიღი, ხოლო მოექმედმა მერმა კახა კალაძემ – 216 363 ხმა (45.06%). არჩევნების მეორე ტური მელიასა და კალაძეს შორის ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]