weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვიდეოს შინაარსი მოულოდნელი იყო, ფორმა კი მიუღებელი – რულოვსი სააკაშვილის ახალ ოჯახზე

11:41 ოთხშაბათი, 06 ოქტომბერი 2021

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ექსპრეზიდენტის მიერ ახალი ოჯახის შექმნასაც ეხმაურება.

რულოვსი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე, უერთდება მისი გათავისუფლების მოთხოვნას.

„ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.

პირადი ემოციების მიუხედავად, ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ“, – წერს სოციალურ ქსელში სანდრა რულოვსი.

პარასკევს, 1-ელ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილს ახალი ოჯახი აქვს. მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში უკრაინის პარლამენტის წევრმა, ლიზა იაკომ გაავრცელა. მისი თქმით, ვიდეო მანამდე ჩაწერეს, სანამ სააკაშვილი საქართველოში წამოვიდოდა.

„მე და ლიზამ გადავწყვიტეთ, შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად. ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ახალ ოჯახს. მოხდა ისე, რომ მე მქონდა ძალიან მაგარი ცხოვრებაც, წარსულიც, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს. მიუხედავად ყველა წინა ურთიერთობისა, რომლისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ ყველასი, და, რა თქმა უნდა, ვფიქრობ ამაზე ბევრს, მაგრამ დღეს მე და ლიზა იასკო ვართ ერთად. ჩვენ გვაქვს ერთობლივი უკვე ოჯახი და გვინდა, რომ ყველას ვუსურვოთ ბედნიერება ისევე, როგორც ყველამ გაიგოს ჩვენი სიტუაცია და გვისურვოს ბედნიერება ჩვენ“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი ვიდეოში.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, თბილისში 2 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია კიდევ 4 საქმეზე, რომლებზეც სასამართლოში განხილვები არ არის დასრულებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და ყოფილ პრეზიდენტს ბრალს დიდი ალბათობით ამ დანაშაულისთვისაც წარუდგენენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]