weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრემიერის თქმით, ბათუმში ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო დაეხმარება

14:59 პარასკევი, 08 ოქტომბერი 2021
ფოტო: Sofia Jgenti / Facebook ფოტო: Sofia Jgenti / Facebook

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ღარიბაშვილის თქმით, ბათუმში დღესვე გაემგავრება და ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

„ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება და მერიის სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით. ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, რომელიც მომხდარის მიზეზებს აუცილებლად დაადგენს“, – წერს პრემიერი.

26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ნაწილი დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. მთლიანად ჩამოშლილია ერთ-ერთი სადარბაზო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ასევე უცნობია, რამდენი ადამიანია დაშავებული.

„ყველაფერი გაკეთდება, რომ გადარჩნენ იქ დარჩენილი ადამიანები. ვერსიებზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ. მიმდინარეობს მუშაობა - როგორც სამაშველო ღონისძიებების გატარება, ასევე ხდება კონტაქტი იქ დარჩენილ და იქ მცხოვრებ ადამიანებთან. ყველაფერს გამოძიება დაადგენს, ახლა მთავარია ვუშველოთ იმ ადამიანებს“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან.

როგორც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ თქვა, კორპუსი ავარიული არ იყო და ბოლო წლების განმავლობაში მასზე დაშენება არ განხორციელებულა. ადგილობრივების ნაწილი კი აცხადებს, რომ ხუთასართულიან კორპუსზე ორი სართული უკანონოდ დააშენეს, რამაც ნგრევა გამოიწვია. ნგრევის გამომწვევ კიდევ ერთ მიზეზად ასახელებენ პირველ სართულზე, კომერციულ ფართში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, რა დროსაც გაფართოების მიზნით საყრდენი კედელი დაანგრიეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]