weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზუგდიდის მცხოვრებლებს ვთხოვ, რომ ხვალ შევიკრიბოთ – მელია

16:21 პარასკევი, 08 ოქტომბერი 2021

„მოგვიანებით დავაანონსებ კონკრეტულ საათს და ზუგდიდის რაიონში მცხოვრებლებს ვთხოვ, რომ ხვალ შევიკრიბოთ და ჩვენი მკაფიო ხმა გავაგონოთ არა მხოლოდ ზუგდიდს, ზუგდიდის რაიონს და სამეგრელოს, არამედ მთელ საქართველოს. დაე, ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა შეხედოს, რა ხდება საქართველში“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელია და მისი თანაპარტიელები აპროტესტებენ N67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მე-11 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მანუჩარ ფიფია დამარცხებულად გამოცხადდა.

„ზუგდიდმა უარი უთხრა ოლიგარქს და ოლიგარქის ფულს, პირწმინდად დაამარცხა „ქართული ოცნება“. ამ ყველაფრის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული, ვიდრე აქამდე ჩაუდენია საარჩევნო პროცესში.

როდესაც ისინი დარწმუნდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ოპოზიცია, გაცილებით მეტ მანდატს ფლობს ზუგდიდის საკრებულოში და პირველივე ტურში „ნაციონალური მოძრაობა“ აკომპლექტებს უმრავლესობას, ადგნენ და გუშინ ღამით, ქურდულად, საარჩევნო ზონდერებმა ხელოვნურად დაძრეს ხმის გადათვლის პროცესი, გადაითვალეს თითქოს ხმები და პირველ ტურში გამარჯვებული დეპუტატი გამოაცხადეს დამარცხებულად“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გუშინ, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა პარტია „ქართული ოცნების“ საჩივარი და მე-11 მაჟორიტარული ოლქის ოთხი უბნის ბათილი ბიულეტენები გადაითვალა, რის შედეგადაც „ქართულ ოცნებას“ – 12, „გახარია - საქართველოსთვის“ – 2, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი 1 ხმა დაემატა.

ამ მაჟორიტარულ ოლქში, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი 2 ხმით უსწრებდა „ქართული ოცნების“ კანდიდატს. კერძოდ, მანუჩარ ფიფიას 1182 ხმა ჰქონდა, სოსო გოგოხიას კი – 1180. გადათვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხებულად გამოცხადდა და მომავალ საკრებულოში ერთი მანდატი დაკარგა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ანა წითლიძე საოლქო საარჩევნო კომისიას ბათილი ბიულეტენების კონვერტების წინასწარ გახსნასა და ბიულეტენების ჩასწორებაში ადანაშაულებდა. ის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დალუქული კონვერტების გახსნა და ბათილი ბიულეტენების დათვლა მოხდა გამჭვირვალედ, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის თანდასწრებით და გადაწყვეტილება საოლქო კომისიამ ხმათა უმრავლესობით, მსჯელობის შემდეგ მიიღო.

ცესკო აცხადებს, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე მუქარა და ზეწოლა მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]