weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები ცოცხლები გამოვიდნენ – პრემიერი

20:15 პარასკევი, 08 ოქტომბერი 2021

„მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, დაახლოებით 300 მაშველი მუშაობს, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა კითხვას პასუხს გავცემთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში მას შემდეგ განაცხადა, რაც ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის სამაშველო ღონისძიებებს გაეცნო.

ღარიბაშვილის თქმით, მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით ბევრი ვერსია არსებობს და გამოძიება დაადგენს, რამ გამოიწვია ნგრევა.

„ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა. ჩვენი სამსახურები, მაშველები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დროულად გაწმინდონ ტერიტორია. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 15 ადამიანამდე არის მოყოლილი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს სიტუაციის დარეგულირება. წინასწარ არ მინდა მიზეზების თაობაზე ვილაპარაკო, ბუნებრივია, გამოძიება მუშაობს ამის თაობაზე და ყველაფერს დაადგენს. არსებობს ბევრი ვერსია და მინდა დაგარწმუნოთ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა კითხვას პასუხს გავცემთ. მოვისმინე შინაგან საქმეთა მინისტრისგან ვერსიები, ამის თაობაზე მანაც განაცხადა საჯაროდ, თუმცა წინასწარ არ მინდა რაიმე დასკვნის გაკეთება, ჯობია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და პირველ რიგში, უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ნაწილი დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. მთლიანად ჩამოშლილია ერთ-ერთი სადარბაზო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ასევე უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი და დაშავებული.

როგორც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ თქვა, კორპუსი ავარიული არ იყო და ბოლო წლების განმავლობაში მასზე დაშენება არ განხორციელებულა. ადგილობრივების ნაწილი კი აცხადებს, რომ ხუთსართულიან კორპუსზე ორი სართული უკანონოდ დააშენეს, რამაც ნგრევა გამოიწვია. ნგრევის გამომწვევ კიდევ ერთ მიზეზად ასახელებენ პირველ სართულზე, კომერციულ ფართში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, რა დროსაც გაფართოების მიზნით საყრდენი კედელი დაანგრიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]