weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ენმ ზუგდიდში საპროტესტო აქციას 9 ოქტომბერს გამართავს

22:15 პარასკევი, 08 ოქტომბერი 2021

N67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, აქცია ხვალ, 20:00 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

„იცით რა იკადრეს ზუგდიდში: პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატი, ღამით, ქურდულად, აბსოლუტურად მოულოდნელად გამოაცხადეს დამარცხებულად. ამასთან შეგუებას ნამდვილად არ ვაპირებთ.

ვთხოვ ზუგდიდელებს, ზუგდიდის რაიონში მცხოვრებ ყველა ადამიანს, ხვალ შევიკრიბოთ ზუგდიდში. უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, რომ ყველას, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებასაც გავაგონოთ ჩვენი მკაფიო ხმა, ყველა დავარწმუნოთ, რომ არავინ ვაპირებთ უკან დახევას, უსამართლობისთვის თვალის გასწორებას. ბრძოლა იქნება ბოლომდე. მაშასადამე ხვალ ველოდებით მთელ ზუგდიდს“, – განაცხადა მელიამ.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ გუშინ დააკმაყოფილა პარტია „ქართული ოცნების“ საჩივარი და მე-11 მაჟორიტარული ოლქის ოთხი უბნის ბათილი ბიულეტენები გადაითვალა, რის შედეგადაც „ქართულ ოცნებას“ – 12, „გახარია - საქართველოსთვის“ – 2, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი 1 ხმა დაემატა.

ამ მაჟორიტარულ ოლქში, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი 2 ხმით უსწრებდა „ქართული ოცნების“ კანდიდატს. კერძოდ, მანუჩარ ფიფიას 1182 ხმა ჰქონდა, სოსო გოგოხიას კი – 1180. გადათვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხებულად გამოცხადდა და მომავალ საკრებულოში ერთი მანდატი დაკარგა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ანა წითლიძე საოლქო საარჩევნო კომისიას ბათილი ბიულეტენების კონვერტების წინასწარ გახსნასა და ბიულეტენების ჩასწორებაში ადანაშაულებდა. ის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დალუქული კონვერტების გახსნა და ბათილი ბიულეტენების დათვლა მოხდა გამჭვირვალედ, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის თანდასწრებით და გადაწყვეტილება საოლქო კომისიამ ხმათა უმრავლესობით, მსჯელობის შემდეგ მიიღო.

ცესკო აცხადებს, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე მუქარა და ზეწოლა მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]