weather cur horoscope tv
ოქტომბერი 20, 2021

რაც მეტია აურზაური, უფრო ფერხდება კვების განახლების გადაწყვეტილება – წულუკიანი სააკაშვილზე

13:07 ოთხშაბათი, 13 ოქტომბერი 2021 hits 157

საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის მინისტრი იყო, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რაც მეტია ამ საკითხზე აურზაური, მით უფრო ფერხდება პატიმრის მიერ საკვების მიღების განახლებაზე გადაწყვეტილების მიღება.

„ერთ საიდუმლოსაც გეტყვით: როდესაც პატიმარი შიმშილობს, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რაც მეტია შიმშილობის გარშემო აურზაური, მით უფრო ფერხდება პატიმრის მიერ გადაწყვეტილების მიღება, რომ განაახლოს კვება. ეს ყოველი პატიმრის შემთხვევაში ასეა. ამიტომ მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდისთვის სჭირდება ვიღაცას, რომ მუდმივად შიმშილობაზე ისაუბროს ტელევიზიით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისი გაუარესების რეალური რისკი არ არსებობს, რადგან „სისტემა მოწოდების სიმაღლეზეა“.

„სასამართლო სხდომებიც იქნება, ნებისმიერ დეპუტატს, სახალხო დამცველს აქვს შესვლის უფლება და თუკი ნებისმიერი სხვა მექანიზმი გამოიძებნება, რომ ამ ადამიანთან იყოს მეტი ვიზუალური კონტაქტი, რა თქმა უნდა, ის თითიდან გამოწოვილი ეჭვებიც განეიტრალდება და ჩვენ ყველა დავინახავთ, რომ არავითარი ჯანმრთელობის გაუარესების რეალური რისკი მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში არ არსებობს. მით უმეტეს, არ არსებობს, ღმერთმა დაგვიფაროს, მისი გარდაცვალების რისკი. რისკი არ არსებობს, იმიტომ, რომ სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანი ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა ზედმიწევნით იქნება დაცული იმ წლების განმავლობაში, რომელსაც ის ქართულ საპატიმროში გაატარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]