weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„დემოკრატიის გამაგრებისთვის საჭიროა“ – საკრებულოს წევრი ცოცხების აქციაში მონაწილეობაზე

16:51 ხუთშაბათი, 14 ოქტომბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე თბილისში მიმავალ მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები ცოცხებით თელავის გასასვლელშიც დახვდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ცოცხებით აღჭურვილ რამდენიმე ადამიანს შორის „ქართული ოცნებიდან“ თელავის საკრებულოს წევრი ლევან კოჭლოშვილიც იყო. მან ერთი-ერთ ავტომობილს ყავარჯენიც ესროლა.

როგორც ლევან კოჭლოშვილი ამბობს, „ნაციონალურ მოძრაობა“ გააფრთხილეს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის და მისი გათავისუფლება ვერ მოხდება.

„საკრებულო არის პოლიტიკური ორგანო და როდესაც პოლიტიკური ორგანოს წარმომადგენელი პოლიტიკურ პერფორმანსს აკეთებს, ეს არც დასჯადია და პირიქით, ეს არის იმ დემოკრატიული წყობილების გამაგრებისთვის საჭირო, რომელიც 2012 წლის შემდეგ საქართველოში სუფევს“, – განაცხადა კოჭლოშვილმა, რომელიც 2017 წლის მოწვევის საკრებულოში სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარეა.

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, 18:00 საათზე დაიწყება. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, რომლებიც რეგიონებიდან დედაქალაქში მიემგზავრებიან, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, მათ შორის, საკრებულოს წევრები და მერიის ააიპ-ების თანამშრომლები არაერთ ადგილზე დახვდნენ ცოცხებით.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]