weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ნაციონალური მოძრაობა“ აქციების გამართვას რეგიონებშიც აპირებს

14:37 პარასკევი, 15 ოქტომბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტარ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურამდე აქციებს რეგიონებშიც გამართავენ. როგორც ის ამბობს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იქნება.

როგორც ბეჟაშვილმა განაცხადა, სააკაშვილის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და გაძლიერდება ზეწოლა, რათა მან უმოკლეს ვადაში დატოვოს საპატიმრო.

„გუშინდელმა აქციამ, მე მგონი, ქართულ საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს, ყველას ნათლად დაანახა ის განწყობები, რომელიც საზოგადოებაშია, მოსახლეობის უმრავლესობა ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

მის მიმართ ივანიშვილის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არის უკანონო, უსამართლო. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საზოგადოებასთან ერთად - საპროტესტო აქციები იქნება, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა იქნება, ზეწოლა გაძლიერდება ხელისუფლებაზე - იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა უმოკლეს ვადაში საპატიმრო დატოვოს და რეალურად დაიწყოს ქვეყანაში სამოქალაქო შერიგებისა და ქვეყნის განვითარების პროცესი.

გუშინდელი აქცია საფუძველი იქნება სხვა პერმანენტული აქციებისა, რომელიც გაგრძელდება და საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს. უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ გეგმას, სად გაიმართება. ყველა დიდ რეგიონალურ ქალაქში გაიმართება შესაბამისი საპროტესტო აქციები და წინასაარჩევნო პროგრამები იქნება კიდევ ერთხელ გახმოვანებული. მიხეილ სააკაშვილის თემა იქნება ჩვენი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გუშინ, 14 ოქტომბერს, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გამართა.

 

ამ თემაზე:

სააკაშვილმა მითხრა, რომ ამდენი ხალხი „ვარდების რევოლუციაზე“ არ ყოფილა – წითლიძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]