weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისი-რუსთავის გზის ფონიჭალის მონაკვეთს ჩვენ 6 თვეში დავასრულებთ – კირკიტაძე

18:18 შაბათი, 16 ოქტომბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რუსთავი-თბილისის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთი 6 თვეში აშენდება.

კირკიტაძემ „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა იმის გამო, რომ მოსახლეობასთან მოლაპარაკება და მშენებლობის დასრულება ვერ შეძლო.

„თითოეულმა რუსთაველმა იცის, რომ თბილისი-რუსთავის შემაერთებელი გზის ყველაზე რთული ფონიჭალის მონაკვეთი პრაქტიკულად არის გაუვალი. „ქართულმა ოცნებამ“ რუსთაველები, რომლებიც დადიან დედაქალაქში და ბრუნდებიან საცხოვრებელ სახლებში, გაწირა იმისთვის, რომ იარონ საფრთხის შემცველი გზით, ჰქონდეთ პრობლემები ყოველდღიურ გადაადგილებაში. ეს არის კლასკური ნიმუში იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რუსთაველების მიმართ.

დღეს, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ იმის გამო, რომ ვერ მოხდა თანხების ათვისება, იმის გამო, რომ ფონიჭალაში ვერ მოელაპარაკნენ ერთი კორპუსის მცხოვრებლებს, რუსთაველთა საუკეთესო ინტერესები – ეს გზა ყოფილიყო უსაფრთხო და გადაადგილება ყოფილიყო ადვილი – იქნა უგულებელყოფილი.

მე ვპირდები თითოეულ რუსთაველს, მე როგორც მერი და ჩემს გვერდით დგანან უკვე არჩეული საკრებულოს დეპუტატები, მოსვენებას არ მივცემთ და ამ გზას აუცილებლად დავასრულებინებთ საქართველოს ხელისუფლებას.

გარწმუნებთ, როგორც კი „ქართული ოცნება“ დატოვებს ხელისუფლებას და ეს მოხდება ძალიან მალე, ძალიან მშვიდობიანად და არჩევნების გზით, ამ გზას ჩვენ 6 თვეში დავასრულებთ“, – თქვა კირკიტაძემ.

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის ფონიჭალის მონაკვეთზე მშენებლობა გაურკვეველი დროით არის შეჩერებულია, უკვე შესრულებული სამუშაოები კი დაკონსერვდება. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა განაცხადა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხზე ხელმისაწვდომობის ვადა ისე ამოიწურა, რომ მოსახლეობასთან შეთანხებას ვერ მიაღწიეს.

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის აპრილში დაიწყო. პროექტი სამ მონაკვეთად იყო დაყოფილი. მეორე მონაკვეთი ფონიჭალის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადიოდა და მისი საორიენტაციო სიგრძე 6.8 კილომეტრით გაისაზღვრა. დაგეგმილი იყო მდინარე მტკვრის გასწვრივ ახალი, დაახლოებით 2 კილომეტრი სიგრძის ურბანული ტიპის შემოვლითი გზის მშენებლობა. ასფალტო-ბეტონის გზა 4-ზოლიანი უნდა ყოფილიყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]