weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ანა დოლიძის პარტია არჩევნების მეორე ტურისთვის პარტიულ პოზიციას არ დააფიქსირებს

19:02 შაბათი, 16 ოქტომბერი 2021

პარტია „ხალხისთვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გასულ კანდიდატებთან დაკავშირებით პოზიციას არ დააფიქსირებს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ შიდაპარტიული პლებისციტის შედეგად მიიღო.

ანა დოლიძის თქმით, დაახლოებით 200 წევრთან, ასევე მხარდამჭერებთან საუბრის შემდეგ, პარტიის გულშემატკივრების სამი ძირითადი ჯგუფი გამოიკვეთა, რომელთაგან პირველისთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლების ცვლილება, მეორე ჯგუფისთვის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის არჩევანი არჩევანს არ წარმოადგენს, ხოლო მესამე ჯგუფი, უმეტეს შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ დაუჭერდა.

„სწორედ ამიტომ, პარტია „ხალხისთვის“ პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ პატივი სცეს დემოკრატიულობის პრინციპს და საკუთარ მხარდამჭერებს და მეორე ტურისთვის არ დააფიქსიროს პარტიული პოზიცია, რათა მისმა მხარდამჭერებმა თავად მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება თითოეული მათგანისთვის, მათი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის წარმატების მომტანი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

არჩევნების მეორე ტურები 20 ქალაქსა და 42 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. თბილისის მერობისთვის „ქართული ოცნებიდან“ კახა კალაძე იბრძვის, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – ნიკა მელია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პირველ ტურში კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 45% (216 344 ხმა) მიიღო, ხოლო ნიკა მელიამ – 34% (163 489 ხმა). მერის არჩევნებში ანა დოლიძეც მონაწილეობდა, რომელსაც, ცესკოს თანახმად, 21 935 ამომრჩეველმა მისცა ხმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]