weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2021

ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ენმ-ს ჩემს ზუგდიდში მაღალი მხარდაჭერა ჰქონდეს – ჩიქოვანი

17:30 სამშაბათი, 19 ოქტომბერი 2021 hits 250

„ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მისთვის წარმოუდგენელია, პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სამეგრელოში მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ჩიქოვანმა ამომრჩეველს მიმართა და მოუწოდა, არჩევნების მეორე ტურში იაქტიურონ და მხარი დაუჭირონ „იმ შესაძლებლობას, რომელიც აუცილებელია არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ თითოეული მუნიციპალიტეტის თანმიმდევრული განვითარებისთვის“.

„მინდა მივმართო ჩვენს ზუგდიდელ ამომრჩეველს და პირდაპირ მადლობა ვუთხრა იმ ათობით ათას ადამიანს, ვინც მხარი დაგვიჭირა, რა თქმა უნდა, პატივი ვცე იმ მხარდაჭერას, რომელიც სხვა პოლიტიკური ძალების მიმართ იქნა გამოხატული. ეს დემოკრატიული პროცესია, მაგრამ ჩვენ დღესდღეობით გვჭირდება აბსოლუტური მობილიზება.

ეს არის მნიშვნელოვანი, რომ არ დავუშვათ არცერთ მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვება, იმიტომ, რომ ეს არის სტაგნაციის წინაპირობა და ეს არის წინაპირობა, რომელიც გააჩერებს იმ პროგრესს, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გვაქვს.

მეორე მხრივ, მინდა ხაზი გავუსვა, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ამ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ჩემს ზუგდიდში, ჩემს ქალაქში, ჩემს კუთხეში, სადაც არაერთხელ გათელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ფეხქვეშ შეაწმინდა მეგრებლების და ზუგდიდელების ღირსებას ყველაფერი. მართლაც არ მესმის, როგორ შეიძლება ვაპატიოთ ადამიანებს, როდესაც სამეგრელო, პრაქტიკულად, ბოროტების ციტადელად აქციეს“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

30 ოქტომბერს, თბილისსა და 19 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტური დაინიშნა ზუგდიდშიც, სადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ ამომრჩეველთა ხმების 41.15% (21 007 ხმა) მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ანზორ მელიამ – 46.88% (23 934 ხმა).

რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებს, მეორე ტური გაიმართება მე-4 მაჟორიტარულ ოლქში, რომლის შედეგიც გადაწყვეტს მოიპოვებს, თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოში უმრავლესობას. პროპორციულ ნაწილში, ამ პარტიამ ხმების 43.105% (22 168 ხმა) მიიღო, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ – 40.015% (20 579 ხმა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]