weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2021

კორონავირუსი, როგორც წითელა, ყველას იპოვის და დაემართება, ვინც იმუნური არ არის – იმნაძე

19:15 სამშაბათი, 19 ოქტომბერი 2021 hits 316

„ძალიან მძიმე შემოდგომის ბოლო, ზამთრის დასაწყისი გველის. ვითარება არის საგანგაშო“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, აცრიალია თუ არა მოსახლოება.

„ჩვენ ახლა არ ვითვლებით აცრილ პოპულაციად, იმიტომ, რომ მესამედია დაახლოებით აცრილი. შესაბამისად, არააცრილ პოპულაციაში ავადობა იქნება ძალიან მაღალი. სამწუხაროდ, სიკვდილიანობაც ისეთივე იქნება, როგორც ჩვეულებრივ, არააცრილ პოპულაციაში.

ისეთი გზით მივდივართ, რომ ცოტა ხანში ზუსტად იგივე განმეორდება, რაც აგვისტოში იყო და შეიძლება მეტიც. შესაძლოა უფრო მეტი ავადმყოფი იყოს. აგვისტოში დავრწმუნდით, რომ ზაფხულშიც კი ძალიან მაღალია გადაცემის რისკი და წარმოიდგინეთ, ზამთარში ეს რისკები როგორ იზრდება, როდესაც ჩაკეტილი სივრცეები ბევრია და აცრები ბევრად არ მომატებულა ზაფხულის შემდეგ.

მოსახლეობის თითქმის ნახევარი ამთვისებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დაავადება, ისევე როგორც წითელა და ჩუტყვავილა რომ მოედება ხოლმე ყველას, ვინც არ არის იმუნური, ზუსტად ასე იქნება. ეს ყველას იპოვის, ვინც არ არის იმუნური, ყველას დაემართება. იმის იმედი არავის ჰქონდეს, რომ ვინმე კორონას გადაურჩება.

ადამიანებს ისეთი რაღაცების გამო არ უნდათ აცრა, შეიძლება გაგიჟდე, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია. განსაკუთრებით აწუხებთ, მაგალითად ის, რომ თურმე სქესობრივ ფუნქციაზე მოქმედებს ვაქცინა, გამრავლების ფუნქციაზე, რეპროდუქციულზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

დღეს, 19 ოქტომბერს, დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 56 555 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 5739 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 36 ინფიცირებული. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 44 043 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 5570 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 1257 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 270 პირი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 19 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 1 920 934 აცრაა ჩატარებული. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 013 507 ადამიანი, ხოლო სრულად – 907 106, რაც მოზრდილი მოსახლეობის 31.6%-ს შეადგენს. 18 ოქტომბერს 6203 ადამიანი აიცრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]