weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

2022 წლიდან უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახები საცხოვრებლით დაკმაყოფილდებიან – კალაძე

13:49 ოთხშაბათი, 20 ოქტომბერი 2021

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2022 წლიდან ის ოჯახები, რომელთაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ მინიჭებული, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან. კალაძის თქმით, თბილისში დაახლოებით 400 ასეთი ოჯახია.

„მომავალი წლიდან არცერთი თბილისელი ბინის გარეშე არ დარჩება. პოლიტიკამ იმდენად შეჭამა სოციალური საკითხები, ბევრ ადამიანს ეს პრობლემა არც კი ახსოვს. მე ვალდებული ვარ, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ჩვენ უკვე საბინაო ფონდის შექმნა დავიწყეთ და 2022 წლიდან ამ პროგრამის განხორციელებას დავიწყებთ“, – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კახა კალაძე თბილსის მერის თანამდებობაზე მეორე ვადით იყრის კენჭს. არჩევნების მეორე ტური, სადაც მისი კონკურენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება, 30 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]