weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

წალკის მერობის კანდიდატი და საარჩევნო კომისიის წევრები 2000-2000 ლარით დაჯარიმდნენ

15:26 ოთხშაბათი, 20 ოქტომბერი 2021

„ქართული ოცნებიდან“ წალკის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ილია საბაძე წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევისთვის 2000 ლარით დაჯარიმდა. ასევე 2000-2000 ლარით დაჯარიმდნენ 29-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე როლანდ ჭელიძე და კომისიის ორი წევრი - რევაზ დვალაძე და როლანდ ძირკვაძე, რომლებიც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაციას ეწეოდნენ.

სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სასამართლოს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მიმართა. ორგანიზაციის ინფრომაციით, წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ილია საბაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ახორციელებდა აგიტაციას სოფელ განთიადის მოსახლეობასთან 29-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის წევრების მონაწილეობით.

„ეს ქმედება წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 45-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას. მტკიცებულების მოპოვების შემდეგ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ დარღვევის შესახებ საჩივრით მიმართა 25-ე საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვა წალკის მერობის კანდიდატის სამართალდამრღვევად ცნობა, ასევე, 29-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის წევრებისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება.

საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა საჩივარი. კომისიამ სარწმუნოდ მიიჩნია ილია საბაძის განმარტება, რომ ის არ იცნობდა 29-ე საუბნო საარჩევნო კომისიის არცერთ წევრს. კომისიამ დამაჯერებლად მიიჩნია ასევე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის წევრების განმარტება, რომ ისინი წინასაარჩევნო შეხვედრაზე შემთხვევით აღმოჩნდნენ“, – აცხადებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.

ორგანიზაციამ საოლქო საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლემ 18 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით განიხილა საჩივარი, რომლითაც „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ როგორც მერობის კანდიდატის, ისე წალკის 29-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის წევრების სამართალდამრღვევებად ცნობას ითხოვდა. სასამართლომ საჩივარი სრულად დააკმაყოფილა.

ილია საბაძემ წალკის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 55.8% მიიღო (4875 ხმა). ხმების რაოდენობით მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი რუსლან ხუციშვილი – მას 2060 ხმა (23.6%) აქვს.

ილია საბაძე 2017 წლის ნოემბრიდან წალკის მუნიციპალიტეტის მერი იყო, ხოლო 2014 წლის ივლისიდან 2017 წლის ნოემბრამდე მუნიციპალიტეტის გამგებელის თანამდებობას იკავდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]