weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მელიამ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატები და კოალიციური გუნდი წარადგინა

22:41 ოთხშაბათი, 20 ოქტომბერი 2021

თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, ნიკა მელიას ოთხი მოადგილე ეყოლება – მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე. ამის შესახებ მელიამ კოალიციური გუნდის წარდგენისას განაცხადა.

გარდა ამისა, მელიამ თბილისის მერიის სამსახურების ხელმძღვანელები და გამგეობების კანდიდატებიც დაასახელა:

  • ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური – სოფო ჯაფარიძე („ნაციონალური მოძრაობა“);
  • კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური – მედეა მეტრეველი („ლელო“);
  • შიდა აუდიტის სამსახური, ანტიკორუფციული მიმართულება – გიორგი ნონიაშვილი („ევროპული საქართველო“);
  • შესყიდვების სამსახური – მამუკა აჩბა („ერთიანი საქართველო“);
  • მუნიციპალური ინსპექცია – დიმიტრი ბიძინაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“);
  • იურიდიული სამსახური – გიგა ლემონჯავა („დროა“);
  • მერიის ადმინისტრაცია – დავით ლაგვილავა („ნაციონალური მოძრაობა“);
  • ტრანსპორტის სააგენტო – ვასო ურუშაძე;
  • თბილისის განვითარების ფონდი – ნიკა ვაჩეიშვილი;
  • არქიტექტურის სამსახური – ანა ბიბილაშვილი“ („ლელო“);
  • „თბილსერვის ჯგუფი“ – ბესო გაზდელიანი;
  • გლდანის გამგებელი – თენგიზ გიორგაძე („ნაციონალური მოძრაობა“);
  • ნაძალადევის გამგებელი – ლევი დემეტრაშვილი;
  • დიდუბის გამგებელი – დავით ნაფეტვარიძე;
  • ჩუღურეთის გამგეობა – კახა ჟღენტი;
  • ვაკის გამგებელი – საბა ბუაძე („ლელო“);
  • საბურთალოს გამგებელი – ოთარ თავართქილაძე („ერთიანი საქართველო“);
  • ისნის გამგეობა – ლანა გალდავა („ლელო“);
  • სამგორის გამგებელი – გულიკო ზუმბაძე;
  • კრწანისის გამგეობა – რომეო ფარულავა;
  • მთაწმინდის გამგებელი – თამაზ დათუნაშვილი („ლელო“).

ნიკა მელიას განცხადებით, მერად არჩევის შემთხვევაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს.

არჩევნების მეორე ტური, სადაც მელიას კონკურენტი თბილისის მოქმედი მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე იქნება, 30 ოქტომბერს გაიმართება.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]