weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზესტაფონის მერობის კანდიდატმა „ქართულ ოცნებას“ 90 000 ლარი გადაურიცხა

13:19 კვირა, 03 სექტემბერი 2017

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა მერობის კანდიდატმა კახაბერ მახათაძემ სახელისუფლებო პარტიას 90 000 ლარი გადაურიცხა. კახაბერ მახათაძე ბიზნესმენია და წილებს რამდენიმე საწარმოში ფლობს. იგი არის საქართველოს საპარტიარქოს კუთვნილი კომპანია „ემ.ემ.ბე“-ს დირექტორიც.

იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატებს შორის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა კახაბერ მახათაძეც, რომელიც კენჭს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში იყრის. 

„რეგინფოს“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კახაბერ მახათაძემ, რომელიც მრავალი წელია ბიზნესის სფეროში საქმიანობს, „ქართული ოცნებას“ საბანკო ანგარიშზე 90 000 ლარი ჩაურიცხა. კერძოდ, 2016 წლის 29 სექტემბერს - 25 000 ლარი, იმავე წლის 27 ოქტომბერს - 25 000 ლარი, ხოლო 2017 წლის 1 აგვისტოს - 40 000 ლარი. 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კახაბერ მახათაძე შპს „ჯეოლოტოს“, შპს „გრუზსპირტის“ და შპს „კაფ-გრუპის“ დირექტორი და 100 % წილის მესაკუთრეა. ფლობს კაპიტალის 65 %-ს შპს „იმერეთი 2011“-ში, 34 %-ს - შპს „იმერეთი 777“-ში, 50 %-ს კი შპს „GVMT Group-ში, რომელშიც მისი ბიზნესპარტნიორია რუსეთის მოქალაქე გენო ნასყიდაშვილი. 

გარდა ამისა, კახაბერ მახათაძე არის შპს „ემ.ემ.ბე“-ს დირექტორი, რომლის 100 % წილი საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაშია. აღსანიშნავია, რომ კახაბერ მახათაძე წარსულში იყო საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. „ციანიდის“ საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე შპს „ემ.ემ.ბე“-ს სპირტის არალეგალური ბიზნესის წარმოებაში ამხელდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]