weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მობილიზება გვაქვს გამოცხადებული, რომ II ტურები ყველგან დიდი სხვაობით მოვიგოთ – პრემიერი

14:00 ხუთშაბათი, 21 ოქტომბერი 2021

„მაქსიმალური მობილიზება გვაქვს გამოცხადებული იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტურები გაიმართება, დამაჯერებლად და დიდი სხვაობით მოვიგოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში, სადაც პარტიის წევრებთან და აქტივისტებთან შეხვედრებს მართავს.

ღარიბაშვილის შეფასებით, მეორე ტურის წინ „ძალიან კარგი განწყობაა“. როგორც მან თქვა, ღრმად დარწმუნებულია, რომ მარტვილის მერის არჩევნებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი მოიგებს.

„ვინ უპირისპირდება დღეს თორნიკე ჯანაშიას? – სააკაშვილის, ამ მთავარი დამნაშავის დაცვის უფროსი, თემურ ჯანაშია. საერთოდ გაუგებარია, რა უნდა საერთოდ ამ კაცს, რატომ მოდის მარტვილში, რა განზრახვით, რა მოტივაციით, რა გაუკეთებია საერთოდ მარტვილისთვის, იცნობს თუ არა საერთოდ მარტვილს? ამ დროს, მეორე მხარეს არის და მარტვილელებს ეყოლებათ თავისი ღირსეული წარმომადგენელი, ღირსეული მერი თორნიკე ჯანაშია, რომელიც მოემსახურება ჩვენს ამ ულამაზეს მუნიციპალიტეტს, მარტვილს და მარტვილელებს. ასე რომ, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გაიმარჯვებს თორნიკე ჯანაშია.

ყველა მუნიციპალიტეტში, ოცივეში უნდა გავიმარჯვოთ დიდი სხვაობით, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია, იმისთვის, რომ ქვეყანამ დაისვენოს, დამშვიდდეს და გადავიდეს რეალურად განვითარებასა და პროგრესზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მოქალაქეები 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]