weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალი წლიდან რუსთავში ლიფტებით სარგებლობა უფასო იქნება – მერობის კანდიდატი

20:09 ხუთშაბათი, 21 ოქტომბერი 2021

„ქართული ოცნებიდან“ რუსთავის მერობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე ამომრჩეველს პირდება, რომ 2022 წლიდან რუსთავში, ლიფტებში ხურდის ჩასაყრელი ყუთები გაუქმდება და ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებამდე, მოსახლეობა ლიფტებით უფასოდ ისარგებლებს. 

როგორც ლაცაბიძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, „ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოიკვეთა, არის ლიფტები“. მერობის კანდიდატის განცხადებით, დაახლოებით 1200 ლიფტი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და საფრთხის შემცველია, რის გამოც საჭიროა მათი ჩანაცვლება თანამედროვე სტანდარტების ლიფტებით.

„ახალი წლიდან, რუსთავში, ლიფტებით სარგებლობა უფასო იქნება. ძველი ამორტიზებული ლიფტების ახალი ლიფტებით სრულად ჩანაცვლებამდე, ჩემი მერობის პერიოდში, ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა თანხები, რომ ახალი პროგრამის განხორციელება დავიწყოთ.

პროგრამას განვახორციელებთ კორპუსის ამხანაგობებთან ერთად და ჩვენ შევძლებთ, რომ ლიფტების ელექტროენერგიის თანხა, რომლის აკრეფაც ხშირად უწევს სამეზობლოს, გადაიხადოს რუსთავის მერიამ. ამ პროგრამის ფარგლებში ასევე გავაუქმებთ, ამხანაგობებთან შეთანხმებით, ე.წ. ხურდის ჩასაყრელ ყუთებს და დავიწყებთ კიდევ უფრო აქტიურად ძველი ამორტიზებული ლიფტების ახალი, ევროპული სტანდარტების ლიფტებით ჩანაცვლებას“, – განაცხადა ლაცაბიძემ.

მისივე თქმით, რუსთავში ლიფტების მოვლის სერვისი შეიქმნება.

„ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, რომ კიდევ უფრო მეტი თანხები დაემატოს ქალაქის ბიუჯეტს, რათა შევძლოთ სწრაფი ტემპებით მოვახდინოთ იმ ძველი, ყველანაირი რეგლამენტიდან გამოსული ლიფტების ჩანაცვლება“, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

რუსთავი ერთ-ერთია იმ ხუთი თვითმმართველი ქალაქიდან, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. ნინო ლაცაბიძის კონკურენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]