„მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი, ეს მინდა ვუთხრა ბატონ მელიას და შეეშვას ტყუილებს. ვიცი, მანაც ძალიან კარგად იცის, რომ ვერ გახდება თბილისის მერი, რადგან ის არის ჩვეულებრივი ჯალათი, ჩვეულებრივი ზონდერი, კრიმინალი და არ იმსახურებს ჩვენი ქვეყნის ხელმეორედ დანგრევას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 20 ქალაქსა და 42 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. თბილისის მერობისთვის „ქართული ოცნებიდან“ კახა კალაძე იბრძვის, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – ნიკა მელია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პირველ ტურში კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 45% (216 344 ხმა) მიიღო, ხოლო ნიკა მელიამ – 34% (163 489 ხმა).