weather cur horoscope tv
დეკემბერი 07, 2021

სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობა ჩვენია, ნაბიჯს ვერ გადადგამს – პრემიერი

13:30 პარასკევი, 22 ოქტომბერი 2021 hits 461

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატმა რომც გაიმარჯვოს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ ექნება და „ნაბიჯს ვერ გადადგამს“. ამის შესახებ ღარიბაშვილმა სენაკში განაცხადა, სადაც მერად კენჭს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, კობა ნაყოფია იყრის.

„ერთ მხარეს გვაქვს მოცემულობა, რომ არის ჩვენი კანდიდატი, ღირსეული ახალგაზრდა, პერსპექტიული, განათლებული, წესიერი კაცი და მეორე მხარეს არის კობა ნაყოფია, სააკაშვილის პირადი მეგობარი და კაცი, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია სენაკისთვის, არაფერი საერთოდ და არავითარი შემხებლობა, კონტაქტი, კავშირი არ ჰქონია სენაკთან. მინდა, ამ ადამიანს მივმართო და სენაკელებს მივმართო – რა პერსპექტივა აქვს და რა უნდა გააკეთოს კობა ნაყოფიამ, მით უმეტეს ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია. ჩვენს გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს, თეორიულადაც ვამბობ, რომც არჩეულიყო.

ჰიპოთეტურად ვამბობ, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს უბრალოდ. ეს არის თავის მოტყუება, თავის დაჩაგვრა და თავის დასჯა გამოდის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პირველ ტურში კობა ნაყოფიას ხმა 8938-მა სენაკელმა ამომრჩეველმა (42.3%) მისცა, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ვახტანგ გადელიას – 8495-მა ამომრჩეველმა (40.2%).

ორ მუნიციპალიტეტში – თიანეთსა და ოზურგეთში – „ქართული ოცნების“ კონკურენტები მერობის დამოუკიდებელი კანდიდატები იქნებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]