weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდში იგეგმება ყოფილი პოლიციელების დაკავება – მელია

10:14 შაბათი, 23 ოქტომბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, ზუგდიდში ყოფილი პოლიციელების დაკავება იგეგმება.

როგორც მელია ამბობს, სამართალდამცველებს რამდენიმე პირის დაკავება სამეგრელოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩასვლამდე სურდათ, რათა შემდეგ ღარიბაშვილს გაეკეთებინა განცხადება, თითქოს იქ იარაღის სამალავი აღმოაჩინეს და ოპოზიცია „რაღაცას აპირებდა“, თუმცა, ნიკა მელიას თქმით, „ეს ოპერაცია ჩაუვარდათ“.

როგორც მელია ამბობს, ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ სამეგრელოს რამდენიმე ქალაქსა და რაიონში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური „პირწმინდად წაგებული“ აქვს.

„ჩვენი ინფორმაციით, სუს-ის 30 სპეცწარმომადგენელი არის მივლენილი ზუგდიდში, რომლებიც ნიადაგს ამზადებენ რომ მოახდინონ გამთენიისას ან ხვალ დღის განმავლობაში დაკავებები ყოფილი პოლიციელების, რომლებიც უბრალოდ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, ანზორ მელიას საარჩევნო შტაბში. ისინი არიან ხელის შემშლელი ფაქტორები ამ ადამიანებისთვის. ერთი ადამიანი, ლექსო რაფავა დააკავეს - უბრალოდ, ვითომც არაფერი ჩაუდეს ხელყუმბარა და ავტომატი. რუსლან შამახია, ჩემი მეგობარი ვერ დააკავეს, სპეცოპერაცია ჩაუვარდათ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს სურვილი წავიდეს იმ სცენარით, თითქოს ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალებას აპირებს.

„ამას პირველად ან მეორედ ხომ არ გააკეთებენ? მეც რაზე წამიყენეს ბრალი? რომ სახელმწიფო გადატრიალებას ვგეგმავდი 20 ივნისს, მაგრამ ეს საქმე დღემდე თაროზეა შემოდებული“, – აღნიშნა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს განცხადება არ გაუვრცელებიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]