weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ქუთაისში, გავლით არის ნამყოფი – ღარიბაშვილი დეკანოიძეზე

15:28 შაბათი, 23 ოქტომბერი 2021

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც არჩევნების მეორე ტურამდე ქუთაისში ჩავიდა, განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მერობის კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს „ქუთაისთან ბმა არ გააჩნია“ და ის შედეგი, რაც პირველ ტურში მიიღო, დროებითია.

„ვინ არის ჩვენი ოპონენტი – ქალბატონი ხატია დეკანოიძე, ქალბატონი, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ქუთაისში, გავლით არის ნამყოფი და არავითარი კავშირი, ბმა ქუთაისთან და ქუთაისელებთან არ გააჩნია. გასაგებია, ის შედეგი, რაც მიიღო, არის სააკაშვილის დროებითი ეფექტი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ყველგან, სადაც მეორე ტურების ჩატარება გახდა საჭირო, ეს მოხდა გიორგი გახარიას და არა მიხეილ სააკაშვილის გამო.

„რომ არ ყოფილიყო მოღალატე გახარიას ფაქტორი, რა თქმა უნდა, სრული თავდაჯერებულობით მინდა ვთქვა, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებდა ჩვენი კანდიდატი. ქუთაისის საკრებულოში გვაქვს უმრავლესობა – ეს ერთი. მეორე – მეორე ტურები სადაც მივიღეთ, მივიღეთ გახარიას გამო და არა სააკაშვილის გამო. ეს არის ფაქტი.

ვინ არის მეორე ტურებში ჩვენი ოპონენტი? - მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის კანდიდატები და მათ ყველას დავამრცხებთ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის ქუთაისში. იცოდნენ, რომ ქუთაისელები, ეს ბრძენი ხალხი, არ მისცემს ხმას მოძალადე მკვლელებს და მჩაგვრელებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ხატია დეკანოიძე ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას ჯერ არ გამოხმაურებია.

30 ოქტომბერს ქუთაისში, ისევე როგორც კიდევ 19 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილია, რომელიც ქუთაისის მერის თანამდებობას 2020 წლის ნოემბრიდან იკავებდა. მანამდე, 2015-2020 წლებში ის იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იყო. 2 ოქტომბრს, არჩევნების პირველ ტურში, ხახალეიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 41.45%-ის (27 093 ხმა) მიღება შეძლო, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, ხატია დეკანოიძემ 43.3%-ის (28 325 ხმა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]