weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2021

მაღურალიო, მერიაში ამბობენ, მე თქვენ დაგანახებთ როგორი მოხუცი ვარ – ანზორ მელია

22:50 შაბათი, 23 ოქტომბერი 2021 hits 297

„მადლობას ვწირავ ღმერთს იმისთვის, რომ ამ ასაკში მომცა უფლება, რომ დამენახა ხალხის სიყვარული ჩემი და ჩემი შვილის მიმართ. ბედნიერი კაცი ვარ, დავიარე თითქმის ყველა სოფელი, ოჯახებში შევდივარ დღეში რამდენჯერმე და ენით ვერ გადმოგცემთ იმ სიხარულს, სითბოს და სიყვარულს, რასაც ეს ხალხი გვაძლევს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მან მადლობა გადაუხადა ზუგდიდელებს, რომლებმაც პირველ ტურში გაამარჯვებინეს.

„ჩემი კონკურენტის ბილბორდები გაიკრა ზუგდიდში და „წარმატება ბოლომდეო“. უნდა დაეწერა „წაგება ბოლომდე“. რა წარმატება იყო?! წაგებულია, წაგებული! მივმართავ მთავრობას, ძალიან გთხოვთ, შეინარჩუნეთ ადამიანური სახე, ნუ ილანძღებით, თქვენ დღეს ხართ, მაგრამ ხვალ არ იქნებით. ნორმალურად მოიქეცით, 30 ოქტომბერს მეორე ტური იქნება და ზუგდიდელები დაგანახებენ ძალას, ვის მისცემენ ხმას“, – აღნიშნა ანზორ მელიამ.

მისივე თქმით, რცხვენია, რომ ირაკლი ღარიბაშვილია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

„რას ბოდავს? რას აკეთებს, ხალხო? მოგწონთ ეს ყველაფერი? ეს რა არის. დიახ, მე ვარ ზუგდიდის მერობის მოხუცი კანდიდატი. მაღურალიო, მერიაში ამბობენ. მე თქვენ დაგანახებთ როგორი მოხუცი ვარ, ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ და კიდევ დიდი ხანი დიდ სიკეთეს გავაკეთებ ჩემი ქალაქისთვის“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ანზორ მელიას „წარმოდგენა არ აქვს თვითმმართველობაზე“. ღარიბაშვილის თქმით, ნიკა მელია საკუთარ მშობელს არ უფრთხილდება და აწვალებს.

30 ოქტომბერს, თბილისსა და 19 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტური დაინიშნა ზუგდიდშიც, სადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ ამომრჩეველთა ხმების 41.15% (21 007 ხმა) მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ანზორ მელიამ – 46.88% (23 934 ხმა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]