weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

„ნაციონალური მოძრაობა“ 27 ოქტომბერს ზუგდიდში აქციას გამართავს

12:11 სამშაბათი, 26 ოქტომბერი 2021

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ, 27 ოქტომბერს, 20:30 საათზე, ზუგდიდის მერიის წინ აქციას სახელწოდებით „ბრძოლა გამარჯვებისთვის, ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის“ გამართავს.

დეპუტატმა ანა წითლიძემ აქციაში მონაწილეობისკენ სამეგრელოს მცხოვრებლებს მოუწოდა და განაცხადა, რომ სურვილის შემთხვევაში, პარტია მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

„ჩვენ ვართ ისტორიულ ბრძოლაში, როცა წყდება არა ერთი კონკრეტული პარტიის ბედი, როდესაც წყდება, როგორ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ 30 ოქტომბრის შემდეგ, გვექნება თუ არა სახელმწიფო. ეს არის ბრძოლა თავისუფალ, ერთიან, ევროპულ საქართველოსა და რუსეთის იმპერიის ნასხლეტებს შორის, რომელიც საქართველოში წარმოდგენილია „ქართული ოცნების“ სახით და ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება საქართველოს გამარჯვებით.

საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა გადის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე, რომელიც 26-ე დღეა შიმშილობს.

სწორედ ამიტომ, ხვალ, 27 ოქტომბერს საღამოს ცხრის ნახევარზე, ზუგდიდში, ზუგდიდის მერიის წინ, რუსთაველის N90-ში ჩატარდება მრავალათასიანი აქცია“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

მისივე თქმით, აქცია ემსახურება იმასაც, რომ ყველამ ნახოს როგორ მშვიდად, წყნარად, მაგრამ მტკიცედ მიუყვება გზას საქართველოს გამარჯვებისკენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

ხვალ, 27 ოქტომბერს, წინასაარჩევნო აქციის გამართვას გეგმავს „ქართული ოცნებაც“. მმართველი პარტიის მხარდამჭერთა შეკრება 17:00 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზეა დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]