weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ქარელის მერობის კანდიდატმა „მთავარ არხს“ უჩივლა და კომპენსაციად 55 555 ლარს ითხოვს

13:43 სამშაბათი, 26 ოქტომბერი 2021

ქარელის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, ზაზა გულიაშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხისა“ და მისი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

გულიაშვილი, რომელიც მესამე ვადით იყრის კენჭს ქარელის მერის თანამდებობაზე, ამბობს, რომ ნიკა გვარამიამ და „მთავარმა არხმა“ მის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური კამპანია აწარმოეს, რის გამოც მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის ითხოვს ფულად კომპენსაციას – 55 555 ლარს. გულიაშვილის თქმით, ეს თანხა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

„მოსახლეობა ხედავს, რომ ეს ამორალური ადამიანები შეურაცხყოფაზე არიან გადასული, რაც არ უნდა შერჩეთ. სარჩელი შეტანილი გვაქვს რომ პასუხი აგონ ამ უმსგავსობასა და სიძულვილის ენაზე, რაც ნაციონალური ტელევიზიებიდან მოედინება“, – განაცხადა გულიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქმე ეხება 12 სექტემბერს, ნიკა გვარამიას მიერ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ გაჟღერებულ ინფორმაციას. გვარამიას თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფაილები მოიპოვა, სადაც ნათქვამია, რომ ზაზა გულიაშვილს კრიმინალური წარსული აქვს და წლების განმავლობაში, ადამიანების პირად ცხოვრებას უკანონოდ იწერდა, რასაც სპეცსასახურები კომპრომატებად იყენდებდნენ. გარდა ამისა, სუს-ის ფაილების მიხედვით, გულიშვილი საქონლის ქურდობაშია მხილებული და მისი მეტსახელია „ჩლიქოსანი“.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლოს ქუთაისის მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა და ფოთის მერობის კანდიდატმა, ბექა ვაჭარაძემაც მიმართეს. მათი სარჩელებიც „მთავარი არხის“ მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სუს-ის ფაილებს ეხება და კომპენსაციის სახით 55 555 ლარია მოთხოვნილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]