weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

„გარკვეული თანხები იხარჯება, ეს არის კვების საფასური“ – კალაძე აქციის ორგანიზებაზე

17:45 სამშაბათი, 26 ოქტომბერი 2021

„გარკვეული თანხები იხარჯება, თუმცა იმაზე ნაკლები, ვიდრე თქვენ დახარჯეთ აქციისთვის. ეს არის კვების საფასური“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ხვალ დაგეგმილ აქციაზე 50 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეების მობილიზებას ეხებოდა.

კახა კალაძემ არ დაასახელა, თანხის ოდენობა, რომელიც პარტიას აქციის მონაწილეთა კვებისთვის აქვს გამოყოფილი.

„როდესაც ადამიანი მოგვყავს, რა თქმა უნდა, ჩვენ უზრუნველვყოფთ კვებას. ამას პარტია აკეთებს და ეს არის ოფიციალური ხარჯები. იმაზე ნაკლები ჯდება აქციის ჩატარება, რაც დაუჯდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ანუ თქვენ“, – უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.

კახა კალაძის თქმით, მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციის გავრცელება, თითოს აქციაში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს.

„მათაც აქვთ უფლება. შეგიძლიათ გამოიყენოთ შვებულებები და რაც შეიძლება მეტი ადამიანი მობრძანდეთ“, – თქვა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა.

„ქართულმა ოცნება“ ხვალ, 27 ოქტომბერს, თბილისში აქციას გამართავს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ რეგიონებიდან ხალხის ჩამოსაყვანად მხოლოდ მძღოლი სჭირდება იმდენი, რამდენი ადამიანიც 14 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]