კახა კალაძემ არ დაასახელა, თანხის ოდენობა, რომელიც პარტიას აქციის მონაწილეთა კვებისთვის აქვს გამოყოფილი.
„როდესაც ადამიანი მოგვყავს, რა თქმა უნდა, ჩვენ უზრუნველვყოფთ კვებას. ამას პარტია აკეთებს და ეს არის ოფიციალური ხარჯები. იმაზე ნაკლები ჯდება აქციის ჩატარება, რაც დაუჯდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ანუ თქვენ“, – უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.
კახა კალაძის თქმით, მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციის გავრცელება, თითოს აქციაში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს.
„მათაც აქვთ უფლება. შეგიძლიათ გამოიყენოთ შვებულებები და რაც შეიძლება მეტი ადამიანი მობრძანდეთ“, – თქვა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა.
„ქართულმა ოცნება“ ხვალ, 27 ოქტომბერს, თბილისში აქციას გამართავს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ რეგიონებიდან ხალხის ჩამოსაყვანად მხოლოდ მძღოლი სჭირდება იმდენი, რამდენი ადამიანიც 14 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე იყო.