weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ დღევანდელ აქციას ყველა თავისი ნებით უერთდება

13:15 ოთხშაბათი, 27 ოქტომბერი 2021

„იმ ათობით ათასი ადამიანიდან, რომელიც დღეს დედაქალაქის მთავარ მოედანზე შეიკრიბება, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არცერთი არ იქნება, ვინც თავისი ნებით არ უერთდება აქციას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქციაზე ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლ და დემოკრატიის მოსურნე ადამიანებს ნახავენ.

„თქვენ წარმოიდგინეთ, შეიძლება რისკადაც კი ჩაგვითვალოთ - სამუშაო დღეს, 17:00 ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც გულწრფელად ფიქრობს, რომ უნდა შეუერთდეს აქციას, ვერ შეუერთდება. მიუხედავად ამისა, თქვენ ნახავთ ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობასაც და ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლი და გულანთებული, ევროპული მომავლის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების უზენაესობის მოსუნე და ამისთვის მებრძოლი ადამიანების რაოდენობასაც“, – თქვა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, ეს არ იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 14 ოქტომბერს ორგანიზებული აქციის კონტრაქცია.

„ირაკლი კობახიძემ თქვა და აბსოლუტურად ვეთანხმები იმაში, რომ ორგანიზებისთვის დაგვჭირდა იმდენი ავტოსატრანსპორტო საშუალება და შესაბამისი მძღოლი (შეიძლება იმდენი არა, ცოტა ნაკლები), რამდენი ადამიანიც „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე იყო.

ამაში შეჯიბრი არაფერში წერია, წარმოუდგენელია. არანაირ კონტრაქციაზე საუბარი არ არის. საუბარია იმაზე, რომ ძალიან ბევრი, ათობით ათასი ადამიანი (თქვენ დღეს ამ ყველაფერს ნახავთ) უარს ეუბნება ბოროტებას, სიცრუეს და დგას სიმართლის, სიკეთის, განვითარების მხარეს. არავის არ ვეჯიბრებით, მაგრამ თითო რეგიონიდან მოდის იმაზე მეტი ადამიანი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ლიდერმა.

სახელისუფლებო პარტიამ მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურამდე მასშტაბური აქციის გამართვა ორი დღის წინ დაანონსა. დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნება“ ხალხმრავლობის უზრუნველსაყოფად ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე მისასვლელად მოქალაქეებს თანხასაც უხდიან, რასაც „ქართული ოცნება“ უარყოფს. პარტიის აღმასრულებელი მდივნის და თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის თქმით, პარტია კვებას აფინანსებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]