weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ საქართველოში შემოსვლისას დააბრკოლეს

15:42 ოთხშაბათი, 27 ოქტომბერი 2021

უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ გუშინ, საქართველოს საზღვარზე 40 წუთით შეაყოვნეს და მხოლოდ „ზარებისა და მუქარების“ შემდეგ გამოუშვეს.

დენისოვას თქმით, ამის შესახებ არაფერი თქვა არც გუშინ და არც დღეს დილით, როდესაც ჟურნალისტებმა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის არშემოშვების შესახებ ჰკითხეს, რადგან შიშობდა, რომ შესაძლოა ციხეში არ შეეშვათ.

„40 წუთი მკითხავდნენ, რატომ ჩამოვედი საქართველოში. მკითხავდნენ, შემაყოვნეს და მხოლოდ ჩემი ზარებისა და მუქარების შემდეგ გამომიშვეს. ამიტომ, ალბათ, ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის“, – განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.

უკრაინის სახალხო დამცველი დღეს ქართველ კოლეგას, ნინო ლომჯარიას შეხვდება და საქმესთან დაკავშირებით ერთიან პოზიციას ჩამოაყალიბებენ. შეკითხვაზე - შეხვდება თუ არა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, თქვა, რომ „ჯერ არა“.

„სახალხო დამცველი ხელისუფლების ყველა ორგანოსგან დამოუკიდებელი ინსტიტუციაა. მე აუცილებლად მივწერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებების რა დარღვევები ვნახე აქ“, – განაცხადა დენისოვამ.

ლუდმილა დენისოვა უკრაინაში ხვალ დაბრუნდება. ის აპირებს მოითხოვოს უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა, ასევე, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ აცნობებს ევროპული ქვეყნების ელჩებს და საკუთარი დასკვნით ევროპარლამენტს მიმართავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]