weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

30 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა გავიმარჯვოთ ბოროტებაზე – კალაძე

19:25 ოთხშაბათი, 27 ოქტომბერი 2021

„არჩევნების მეორე ტურმა ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველას უნდა დაანახოს, რომ ეს ქვეყანა ჩვენი – მშვიდობისმოყვარე, საკუთარი ქვეყნის მოყვარული, საკუთარი ისტორიის, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისმცემელი ადამიანების სამშობლოა და არა უსამშობლო ავანტიურისტების პოლიტიკური სარბიელი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე.

კალაძის თქმით, 30 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან და საბოლოო წერტილი დაუსვას „ბოროტებას, სიცრუესა და დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში“.

„30 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა გავიმარჯვოთ ბოროტებაზე; უნდა გავიმარჯვოთ ღირებულებით ბრძოლაში, რათა ამ საბოლოო გამარჯვებით კარი გავუხსნათ ჩვენი ქვეყნის მომავალს, კარი გავუხსნათ კეთილშობილ, პატრიოტ ადამიანებს პოლიტიკაში; კარი გავუხსნათ ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს და პარტიას, რომელსაც რეალურად ადარდებს ამ ქვეყნის ბედი, რომელსაც შეუძლია, საკუთარი სიტყვითა და საქმით შექმნას ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე რადიკალური ჯგუფები მათ ადგილს არ ტოვებდნენ ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული აქცია ლოზუნგით „მივიყვანოთ გამარჯვება ბოლომდე“ დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები მთელი საქართველოდან ჩაიყვანეს. მათ შორის იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და ააიპ-ებში დასაქმებულებიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]