weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2021

„ბაბა იაგა“ არ ვარ, ვინც პატიოსანია, ყველა დარჩება – მელია მერიის თანამშრომლებს

00:58 ხუთშაბათი, 28 ოქტომბერი 2021 hits 247

ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა, სადაც სიტყვით მერობის კანდიდატი ანზორ მელია გამოვიდა. მან ამომრჩევლებს მოუწოდა, არჩევნების მეორე ტურშიც მისცენ ხმა. მელიას თქმით, „ბაბა იაგა“ არ არის და გამარჯვების შემთხევაში მერიაში დასაქმებულ ყველა ღირსეულ ადამიანთან ითანამშრომლებს.

„ხმა მომეცით, 30 ოქტომბერს, მოდით, ამათი ნუ შეგეშინდებათ, ზეწოლას უარი, ყველა ერთად დავდგეთ, თქვენს ხმებს ჩემი გუნდი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე დაიცავს. მინდა საქართველო გამარჯვებული, გაბრწყინებული ვნახო. მე ვიქნები ყველა თქვენგანის მეგობარი მერი. როგორც ექიმი ანზორ მელიას ტელეფონი მუდმივად ჩართულია, ისე იქნება ჩემი, როგორც მერის ტელეფონი ჩართული.

ე მინდა მერიის თანამშრომლებს მივმართო - „ბაბა იაგა“ არ ვარ, ვინც ღირსეულია, ვინც კვალიფიციური თანამშრომელია, ვინც პატიოსანია, ვისაც უყვარს ზუგდიდი და არაა გადასული ფულის შოვნაზე, ყველა დარჩება, მაგრამ შეივსება ახალგაზრდა, ნიჭიერი კადრებით, რომლებიც საქმის მცოდნენი იქნებიან“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

მერობის კანდიდატის თქმით, საჭიროა კორუფციისგან გათავისუფლება. მან ყურადღება მიგრაციაზეც გაამახვილა და თქვა, რომ ემიგრანტები საქართველოში ღირსეულად უნდა დააბრუნონ.

„14 ათასამდე ბავშვს სკოლაში უფასო კვება უნდა ჰქონდეს. პენსიონერებს პენსია უნდა გავუზარდოთ და რაც მთავარია, პენსიის გაზრდასთან ერთად ხვალინდელი ბედნიერი დღის იმედი უნდა ჩავუსახოთ“, – თქვა მელიამ.

არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ ამომრჩეველთა ხმების 41.15% (21 007 ხმა) მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ანზორ მელიამ – 46.88% (23 934 ხმა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]