weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ „მთავარმა არხმა“ ზუგდიდში Ipsos-ის კვლევის შედეგები შეცვალა

18:34 ხუთშაბათი, 28 ოქტომბერი 2021

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ტელეკომპანია „მთავარი არხი“ და კვლევითი ორგანიზაცია Ipsos-ი სკანდალში გაეხვნენ. საქმე ეხება „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებულ და გუშინ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო კვლევას, რომლის მიხედვითაც ზუგდიდში ოპოზიციის მერობის კანდიდატის, ანზორ მელიას რეიტინგი 54.7%-ია, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, მამუკა წოწერიას მხარს ამომრჩეველთა 45.3% უჭერს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, კვლევის შედეგები მანიპულირებული და ჩასწორებულია, რადგან კვლევითი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მელიას 49% აქვს, ხოლო წოწერიას – 51%.

„გუშინ „მთავარ არხზე“ გამოქვეყნდა Ipsos-ის კვლევის შედეგები. ეს შედეგები ასევე დაიდო Ipsos-ის ვებ-გვერდზე. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით და ამას ფაქტებიც ადასტურებენ, რომ ეს კვლევები იყო მანიპულირებული, ვინაიდან ყოველთვის დიდი აცდენა იყო ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ ვნახეთ, თუ როგორ ვერ დაიმალა ამ მანიპულაციის კვალი.

„მთავარ არხზე“ ზუგდიდში ანზორ მელიასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა მონაცემი 54.7%, ხოლო მამუკა წოწერიასთან დაკავშირებით – 45.3%. ამ დოკუმენტში, რომელიც დევს Ipsos-ის საიტზე, წერია 51% მამუკა წოწერიას შემთხვევაში და 49% ანზორ მელიას შემთხვევაში.

საინტერესოა, რომ სხვა მონაცემები თითქოს იგივე არის, მაგრამ როგორც ჩანს ეს დოკუმენტი მანიპულირებული იყო და ჩარჩა ძველი მონაცემი, რომელიც ნამდვილ მონაცემს შეეფერება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ როგორ ხდება წინასაარჩევნო კვლევებით მანიპულირება. თითქმის 5%-ია მანიპულაცია ზუგდიდში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

„მთავარ არხს“ ამ განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

Ipsos-ის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, კვლევის ფარგლებში, არჩევნების მეორე ტურისთვის გამოიკითხნენ თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდისა და რუსთავის მცხოვრებლები, რომელთაც ხმის მიცემის უფლება აქვთ. კვლევა 24-27 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდა.

ზუგდიდის კვლევაში მონაწილეობა 432-მა ადამიანმა მიიღო, კვლევის ცდომილების მაქსიმალური ზღვარი კი 4.71%-ია. შეკითხვაზე, მეორე ტური ან მუნიციპალური არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 49%-მა ანზორ მელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) დაასახელა, ხოლო 51%-მა – მამუკა წოწერია („ქართული ოცნება“).

Ipsos-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატები მხოლოდ თბილისსა და ზუგდიდში ლიდერობენ, დანარჩენ სამ დიდ ქალაქში (ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი) კი „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატებს უფრო მაღალი მხარდჭერა აქვთ. 

 

ამ თემაზე:

გამოვთქვამთ საფუძვლიან ეჭვს კორუფციულ გარიგებაზე – „მთავარი არხი“ Ipsos-ზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]