weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თელავის მერის მოადგილეს არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეარჩევენ – ბოტკოველი

19:38 ხუთშაბათი, 28 ოქტომბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თელავის მერობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში მისი გამარჯვების შემთხვევაში, მერის ერთ-ერთ მოადგილედ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეული კანდიდატი დაინიშნება.

„რა თქმა უნდა, ვუერთდები იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულია არაერთ მუნიციპალიტეტში და თელავის მუნიციპალიტეტის მერია არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მერია. თელავის მუნიციპალიტეტი აუცილებლად იქნება კოალიციური მერია, თუმცა ჩემი ახალი ინიციატივაა, რომ ამ პროცესში ჩართული იქნებიან ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩემი გამარჯვების პირველივე დღიდან აუცილებლად გავმართავ კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და კოალიციურ მმართველობაში, მერის მოადგილის პოზიციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეული ერთი კონკრეტული ადამიანი იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ მერობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა ამომრჩეველთა ხმების 45% მიიღო (13 411 ხმა), ხოლო „ქართული ოცნებიდან“ ლევან ანდრიაშვილმა – 46.7% (13 800 ხმა). 30 ოქტომბერს მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ბოტკოველი და ანდრიაშვილი მიიღებენ მონაწილეობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]