weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

სააკაშვილი დღეს აპირებს, გახდეს ცუდად, რომ ხალხში რაღაც ემოციები აღძრას – კობახიძე

09:55 შაბათი, 30 ოქტომბერი 2021

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების დღეს „ცუდად გახდომას აპირებს“.

„ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ის მაინც და მაინც დღეს, კენჭის ყრის დღეს აპირებს, გახდეს ცუდად, ანუ აპირებს სიმულირებას, რომ ხალხში, თავის მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას, თუმცა ესეც განწირულია წარუმატებლობისთვის.

შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე, რომელიც არის უმძიმესი დამნაშავე, სამარცხვინო დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი, რომლის დაკვეთითაც ადამიანებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესებს ართმევდნენ და ა.შ. ამის გამო მან უნდა მოინანიოს, კი არ უნდა იშიმშილოს“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

გუშინ, 29 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანისთვის ხელის შეშლის მიზნით „გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს“ გეგმავენ. როგორც სუს-ში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გლდანის N8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას, უკონტროლო სიტუაციისა და ქაოსის გამოწვევას, რათა ხელი შეუშალონ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. სუს-ის ცნობით, მსგავს ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში გადაყვანის დროსაც.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში 30-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

დღეს, 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს ირჩევენ.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]