როგორც გურამ ხანგოშვილი ამბობს, საზღვარგარეთ მყოფი სიძის, ზელიმხან გაურგაშვილის პირადობის მოწმობა საფულეში ედო და აერია.
„რეგინფოს“ 26-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, თამილა მარგოშვილმა განუცხადა, რომ გურამ ხანგოშვილს შენიშვნა მისცეს და მან ხმა საკუთარი პირადობის მოწმობით მისცა. თავმჯდომარის თქმით, ამომრჩეველთა სია გადაამოწმეს და ხანგოშვილის სიძე 26-ე უბანზე რეგისტრირებული ამომრჩეველი არ არის.
დუისში ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელშიც „ქართული ოცნებიდან“ ელდარ ბაღაკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ კი მალხაზ მაჩალიკაშვილი მონაწილეობენ.