weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დუისში „ოცნების“ კოორდინატორმა სიძის პირადობით სავარაუდოდ ხმის მიცემა სცადა

11:05 შაბათი, 30 ოქტომბერი 2021

პანკისის ხეობაში, N18 ახმეტის საარჩევნო ოლქის დუისის 26-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსის მქონე მოქალაქე გურამ ხანგოშვილმა სხვისი პირადობის მოწმობით სავარაუდოდ ხმის მიცემა სცადა. ის დუისში „ქართული ოცნების“ კოორდინატორია და არჩევნებს ორგანიზაციიდან „კავშირი მწვანე დედამიწა“ აკვირდება.

როგორც გურამ ხანგოშვილი ამბობს, საზღვარგარეთ მყოფი სიძის, ზელიმხან გაურგაშვილის პირადობის მოწმობა საფულეში ედო და აერია.

„რეგინფოს“ 26-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, თამილა მარგოშვილმა განუცხადა, რომ გურამ ხანგოშვილს შენიშვნა მისცეს და მან ხმა საკუთარი პირადობის მოწმობით მისცა. თავმჯდომარის თქმით, ამომრჩეველთა სია გადაამოწმეს და ხანგოშვილის სიძე 26-ე უბანზე რეგისტრირებული ამომრჩეველი არ არის.

დუისში ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელშიც „ქართული ოცნებიდან“ ელდარ ბაღაკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ კი მალხაზ მაჩალიკაშვილი მონაწილეობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]